სიახლე

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

ტვ ოდიში

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ქართლის ამბები ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ამავე საქმეზე გამრეკელთან ერთად დაკავებულ 2 პირსაც. გამოცემის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მხარეებმა სასამართლოს შუამდგომლობით […] The post ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლევან გამრეკელი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ქართლის ამბები ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ამავე საქმეზე გამრეკელთან ერთად დაკავებულ 2 პირსაც.

გამოცემის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მხარეებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობაში 2025 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა.

პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი 2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენებს ფარულად დაეუფლა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ისინი 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

The post ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი