ჩინეთი აშშ-ს კუბის წინააღმდეგ ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა და სანქციები. შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ლინ ძიანმა გააკეთა. პრესსპიკერის განმარტებით, აშშ-ის მიერ 60 წელზე მეტი ხნის წინ დაწესებულმა ბლოკადამ და უკანონო სანქციებმა კუბელ ხალხს უდიდესი ტანჯვა მოუტანა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი მტკიცედ უჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს კუბაზე ემბარგო ათწლეულების განმავლობაში აქვს დაწესებული. ვაშინგტონმა კუნძულზე ზეწოლა ბოლო თვეებში კიდევ უფრო გააძლიერა, რამაც საწვავის ბლოკადის გამო კუბაში ენერგეტიკული კრიზისი გაამწვავა და ქვეყნის ისედაც… The post ჩინეთი აშშ-ს კუბის წინააღმდეგ ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →