,,ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს” – ზელენსკი ენდი ბერნემს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მზადყოფნას გამოთქვამს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. „დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი გლობალური ლიდერი. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა შესაძლო ფორმატში. დიდად ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ, თავდაცვით და ღირებულებებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს და გავაგრძელებთ ერთმანეთის გაძლიერებას. მოუთმენლად ველი ჩვენს საუბარს დღეს“-წერს ზელენსკი. The post ,,ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს” – ზელენსკი ენდი ბერნემს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →