სიახლე

ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

მედიაცენტრი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად ენდი ბერნემმა დაიკავა. ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა და ახალი მთავრობის ფორმირების დავალება მიიღო. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი მიიღო და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება სთხოვა. „მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე მიიღო პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი და სთხოვა მას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. პარლამენტის წევრმა, ენდრიუ ბერნემმა, მიიღო მეფის შეთავაზება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნისას ხელზე აკოცა“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში. The post ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი