სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო – გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება

News.ge

პრეზიდენტმა ტრამპმა რეალურად გაიგო, ვის არ სურს ომის დასრულება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ულტრამემარჯვენე ბლოგერთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა. “პრეზიდენტმა [ტრამპმა] გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება. პირიქითაც კი. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის გაჩერება გვინდა, გაიგო, რომ ნამდვილად გვსურს მშვიდობა. ვინაიდან, ადრე ხმები ისმოდა, რომ უკრაინას გაჩერება არ უნდა”, – განაცხადა ზელენსკიმ. […]

პირველწყარო →

პრეზიდენტმა ტრამპმა რეალურად გაიგო, ვის არ სურს ომის დასრულება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ულტრამემარჯვენე ბლოგერთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტმა [ტრამპმა] გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება. პირიქითაც კი. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის გაჩერება გვინდა, გაიგო, რომ ნამდვილად გვსურს მშვიდობა. ვინაიდან, ადრე ხმები ისმოდა, რომ უკრაინას გაჩერება არ უნდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურს.

“მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანების სიცოცხლეებზე ვართ ფოკუსირებული. თუ ხვალ შევძლებთ ომის გაჩერებას, დაზავების მიღწევას, ეს უკეთესია, ვიდრე 10-20 წელი გამარჯვებისთვის ბრძოლა და ჩვენი ხალხის კარგვა. დაზავება საუკეთესო ალტერნატივაა…

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო და ეს საკვანძო მომენტია, თუ ტონის ცვლილებაზე ვისაუბრებთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან მისი ურთიერთობების გარდამტეხი მომენტი ვატიკანში მოკლე შეხვედრა გახდა, რომელიც 2025 აპრილს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა.


მსგავსი