სიახლე

რამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა – „ენგურჰესის“ დირექტორის განმარტება

MegaTV

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია. მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა. „ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი “იმერეთი”. … ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე. ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ […]

პირველწყარო →

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია.

მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა.

„ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი “იმერეთი”. … ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.

ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, – აღნიშნა მან “ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დაახლოებით დილის რვა საათისთვის დაფიქსირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა


მსგავსი