სიახლე

ბერლინში პრაიდის ღონისძიების დროს ფურგონი ხალხში შევარდა

მედიაცენტრი

CNN-ის ცნობით, ბერლინში ლგბტქ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 16 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს. პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში ღონისძიებები და კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმა. „ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ბერლინში ისლამური წრეების წევრია და ამ პირის ძებნა სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან ნატმა. მან ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა. The post ბერლინში პრაიდის ღონისძიების დროს ფურგონი ხალხში შევარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი