უკრაინამ როსტოვში საექსპორტო ტერმინალსა და ნავთობის ობიექტებს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში საექსპორტო ტერმინალს დაარტყეს. ,,ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები როსტოვის რეგიონში ამოქმედდა. დაზიანდა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე საექსპორტო ტერმინალი. ასევე, დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე იაროსლავის ოლქში და უდმურტის რესპუბლიკაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს. შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გეგმა ხორციელდება და ვზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას, დააფინანსოს ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე, რუსეთის როსტოვის ოლქის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ წუხელ ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი დაფიქსირდა. The post უკრაინამ როსტოვში საექსპორტო ტერმინალსა და ნავთობის ობიექტებს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →