,,ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა” – ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ირანელი კოლეგის, აბას არაღჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კიევი კასპიის ზღვაში კომერციულ გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. სიბიგას თქმით, თეირანის რეჟიმი რუსული აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა, რომელიც მოსკოვს 2022 წლიდან უკრაინელების მკვლელი იარაღით ამარაგებს, რის გამოც ირანს არანაირი საფუძველი არ აქვს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს ან გაეროს ქარტიით იმართლოს თავი. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ირანი ამ განცხადებებით მხოლოდ იმის მიღწევას ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობაზე განხორციელებული რუსული ტერორისგან. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის… The post ,,ირანის მუქარა გაუმართლებელი და უსაფუძვლოა” – ანდრეი სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →