,,გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს. კითხვაზე – პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს აწვდის სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს, რათა დაეხმაროს მათ სამიზნეების ამოღებაში. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? – ტრამპმა უპასუხა: ,,ჩვენ გავარკვევთ, არის თუ არა ეს სიმართლე. მე ვკითხავ პუტინს ამის შესახებ. გავარკვევთ. ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენ ისინი მიწასთან გავასწორეთ”. The post ,,გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →