ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომს, ლიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესსა და „აბრაამის შეთანხმებების“ გაფართოების პერსპექტივებს განიხილავენ. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, მხარეები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე ისაუბრებენ. „ახლა ომის დასრულების დროა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ვაშინგტონში ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. The post ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →