სიახლე

დროებით იერიშის შედეგად ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

მედიაცენტრი

უკრაინული დრონების დარტყმისა და მასშტაბური ხანძრის შედეგად, ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება შეაჩერა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმამ დიზელის ჰიდროგაწმენდისა და ბენზინის წარმოების ხაზები დააზიანა. Reuters-ის წყაროები ვერ პროგნოზირებენ, როდის შეძლებს საწარმო მუშაობის აღდგენას. ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის საზღვრიდან 2 000 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. ობიექტი წლიურად დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს, რაც საშუალოდ 0.5 მილიონ ტონა ბენზინსა და 2.8 მილიონ ტონა დიზელს იძლევა. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად ობიექტზე ხანძრის გაჩენის ფაქტი შაბათს დაადასტურა. The post დროებით იერიშის შედეგად ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი