,,ზელენსკისა და ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. უკრაინის პრეზიდენტთან დიალოგის დასრულების შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნა, რომ მხარეებმა არაერთი მნიშვნელოვანი თემა მიმოიხილეს. „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა. პარალელურად, დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართულ აუდიენციაზეც. მისი განცხადებით, წარმომადგენლებთან ერთად ბიბი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაც საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მხარეებმა პრიორიტეტული საკითხები დეტალურად განიხილეს. The post ,,ზელენსკისა და ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →