სიახლე

საფრანგეთსა და ესპანეთს ხანძრებთან საბრძოლველად პარტნიორები ეხმარებიან

მედიაცენტრი

საფრანგეთმა და ესპანეთმა ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღეს, მათ შორის საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო ტექნიკა და კვალიფიციური პერსონალი. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუმინეთმა და საბერძნეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, ორივე ქვეყანაში მიმდინარე სამაშველო მისიები გაახანგრძლივონ. გარდა ამისა, კვირის ბოლოსიდან დაზარალებულ რეგიონებს დამატებით დახმარებას პოლონეთიც გაუწევს. „საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრები კვლავ გრძელდება, თუმცა ევროპულ სოლიდარობას საზღვარი არ აქვს. რუმინეთმა და საბერძნეთმა გადაწყვიტეს, თავიანთი მისიები გაახანგრძლივონ და დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერა განაგრძონ. შაბათიდან მათ პოლონეთიც შეუერთდება. მადლობა თქვენი გამბედაობისა და თავდადებისთვის“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში. The post საფრანგეთსა და ესპანეთს ხანძრებთან საბრძოლველად პარტნიორები ეხმარებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი