სიახლე

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოიტანა

MegaTV

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი„სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად […]

პირველწყარო →

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი„სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი