სიახლე

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

MegaTV

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა. კერძოდ, 2025-26 […]

პირველწყარო →

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში.

უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს.

Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა.

კერძოდ, 2025-26 წლების საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოიყურება:
  • პარაგვაი – vori-vori
  • იტალია – Pizza Napoletana
  • იტალია – Tajarin al tartufo bianco d’Alba
  • ინდონეზია – Sate kambing
  • თურქეთი – Oltu cağ kebabı
  • საბერძნეთი – Kontosouvli
  • პერუ – Arroz tapado
  • სერბეთი – Komplet lepinja
  • მექსიკა – Quesabirria (Birria tacos)
  • იტალია – Pappardelle al cinghiale

ინფორმაციისთვის, რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. 453 720 პირის მიერ მსოფლიოს 11 781 კერძის შეფასების მიხედვით კი გამოვლინდა საუკეთესო 100 კერძი.


მსგავსი