სიახლე

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

Alia

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს. „მილანი“ ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო გლოვობს. მისი მაგალითი, ადამიანური ღირსებები და ფასეულობები, ისევე, როგორც მისი ლეგენდარული 6-ნომრიანი მაისური, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ისა და განვითარების გზის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად. „მილანი“ უსამძიმრებს ფრანკო ბარეზის ოჯახს. […] The post ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა appeared first on .

პირველწყარო →

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„მილანი“ ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო გლოვობს. მისი მაგალითი, ადამიანური ღირსებები და ფასეულობები, ისევე, როგორც მისი ლეგენდარული 6-ნომრიანი მაისური, სამუდამოდ დარჩება კლუბის დნმ-ისა და განვითარების გზის განუყოფელ და ფუნდამენტურ ნაწილად.

„მილანი“ უსამძიმრებს ფრანკო ბარეზის ოჯახს. ამ მძიმე წუთებში კლუბის სამძიმარს იზიარებს „როსონერის“ თითოეული გულშემატკივარი, რომელიც ამ დანაკლისს საკუთარ ტკივილად აღიქვამს“, – აღნიშნულია „მილანის“ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ბარეზი ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ბარეზი „მილანში“ 1978-1997 წლებში თამაშობდა. კლუბთან ერთად მას ექვსჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

The post ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა appeared first on .


მსგავსი