სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე შვიდი ადამიანი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს” წევრობა), 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის… The post სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →