,,კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯეი დი ვენსთან” – ზელენსკი
„კარგი სატელეფონო ზარი მივიღე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსისგან. განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში, რომელიც პოზიტიური და პროდუქტიული იყო”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ,,მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის საჰაერო დარტყმები შეუჩერებლად გრძელდება, საჰაერო თავდაცვა – კონკრეტულად კი Patriot-ის რაკეტები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ – მთავარ პრიორიტეტად რჩება. ვიცე-პრეზიდენტმა და მე ვისაუბრეთ რუსეთის ომის შედეგებზე გლობალური ბაზრებისთვის. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები კონტაქტს შეინარჩუნებენ და იმუშავებენ ყველაფერზე, რაც დღეს განვიხილეთ. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი. The post ,,კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯეი დი ვენსთან” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →