,,აშშ განიხილავს ზომებს, რათა დაიცვას ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ” – სახდეპი
,,ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას ესპანელ ხალხსა და ყველა ევროპელს, მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, აშშ განიხილავს ზომებს, რათა დაიცვას ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ,,ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რომელიც ევროპაში მასობრივი არალეგალური მიგრაციის დაშვებასა და ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენ განვიხილავთ ზომებს, რათა დავიცვათ ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ საფრთხისგან, და მზად ვართ, დავეხმაროთ სხვა ევროპელ მოკავშირეებსაც, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს განიხილავენ”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post ,,აშშ განიხილავს ზომებს, რათა დაიცვას ამერიკელები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ” – სახდეპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →