,,ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერება” – დანიის პრემიერი
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ მიგრაციის კონტროლის საკითხები სათანადოდ არ მოგვარდება. მისი თქმით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა და განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის შენგენის თანამშრომლობის შეჩერებაც. „თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და განიხილოს ყველა ვარიანტი, მათ შორის შენგენის თანამშრომლობის შეჩერება. უკონტროლო მიგრაცია საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე დანიას“, – განაცხადა პრემიერმა. The post ,,ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერება” – დანიის პრემიერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →