სიახლე

,,Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. მისი თქმით, გასულ ღამეს რუსებმა 35 რაკეტა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა და 185 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენეს. „მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები ასევე განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზე. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, ეს იმიტომ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ არის. ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. მათ გარეშე კი ყოველ ღამე მეტი მსხვერპლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. The post ,,Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი