სიახლე

საბერძნეთში ორი სახანძრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

მედიაცენტრი

საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილე ორი სახანძრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ათენის დასავლეთით, ფსათას რაიონში შეეჯახა, როდესაც ეკიპაჟები მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. ვერტმფრენებში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩნენ ეკიპაჟის წევრები – ერთი ბერძენი და ერთი ბრიტანელი, ხოლო დაღუპულები არიან ერთი ბერძენი და ერთი დანიელი. ათენის დასავლეთით მძვინვარე მასშტაბურმა ხანძარმა 10 ათასზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი და ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. შექმნილი საფრთხის გამო ხელისუფლებამ ინდუსტრიული პარკიდან და რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. სტიქიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ქარის ელექტროსადგურის… The post საბერძნეთში ორი სახანძრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი