სიახლე
ინდონეზიაში ბორანზე ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ აქტიურად გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე სულ 271 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან 225-ის გადარჩენა მოხერხდა. ბორანი აღმოსავლეთ იავის პროვინციის ქალაქ სურაბაიადან მაკასარის მიმართულებით მიემართებოდა. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. The post ინდონეზიაში ბორანზე ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.