სიახლე

იტალიელი მოსწავლეების სკანდალი ტაილანდში – ინციდენტის გამო იტალიის საელჩომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა

GuriaNews

ტაილანდში იტალიელი მოსწავლეების ჯგუფის ქცევამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. ბანგკოკის მეტროში (BTS SkyTrain) გადაღებული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, იტალიის საელჩოს ოფიციალური ბოდიშის მოხდაც კი დასჭირდა. ინფორმაციას “აპრიორი ტვ” ავრცელებს.ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ტაილანდელმა მგზავრმა ხმაურიან იტალიელ ახალგაზრდებს სთხოვა, ხმა დაეწიათ და საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ. ამის საპასუხოდ, რამდენიმე მოსწავლემ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთმა კი […] The post იტალიელი მოსწავლეების სკანდალი ტაილანდში – ინციდენტის გამო იტალიის საელჩომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ტაილანდში იტალიელი მოსწავლეების ჯგუფის ქცევამ საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. ბანგკოკის მეტროში (BTS SkyTrain) გადაღებული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, იტალიის საელჩოს ოფიციალური ბოდიშის მოხდაც კი დასჭირდა. ინფორმაციას “აპრიორი ტვ” ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ტაილანდელმა მგზავრმა ხმაურიან იტალიელ ახალგაზრდებს სთხოვა, ხმა დაეწიათ და საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ. ამის საპასუხოდ, რამდენიმე მოსწავლემ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთმა კი შუა თითიც აჩვენა. ვიდეოში ისმის ფრაზაც: „ბოდიში, რომ ფული ჩამოგიტანეთ თქვენს ქვეყანაში“, რამაც ტაილანდის საზოგადოებაში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია.

ვიდეოს მილიონობით ნახვა მოჰყვა, რის შემდეგაც იტალიის საელჩომ ბანგკოკში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. საელჩომ დაგმო ახალგაზრდების ქცევა, ტაილანდელ ხალხს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ ასახავს იტალიელი ხალხის ღირებულებებს, რომლებიც ურთიერთპატივისცემასა და კულტურისადმი პატივისცემას ეფუძნება.

მოგვიანებით, მოსწავლეებმა და მათი ჯგუფის ხელმძღვანელებმა საჯაროდაც მოიხადეს ბოდიში. პოლიციის განყოფილებაში გამართული შეხვედრის შემდეგ მათ აღიარეს, რომ მათი ქცევა შეუფერებელი იყო, დაჯარიმდნენ და დაზარალებულ ქალს პირადადაც სთხოვეს პატიება. ამის შემდეგ კონფლიქტი შეთანხმებით დასრულდა.

მომხდარი შემთხვევა ტაილანდურ და იტალიურ მედიაში ფართოდ განიხილეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ადგილობრივი კულტურის, წესებისა და სხვა ადამიანების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად მოგზაურობა

The post იტალიელი მოსწავლეების სკანდალი ტაილანდში – ინციდენტის გამო იტალიის საელჩომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი