საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
” სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს – საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.
კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება.
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
The post სურსათის ეროვნული სააგენტო საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგებს აქვეყნებს appeared first on გურია ნიუსი.