სიახლე

ვინ მიიღებს სკოლის ფორმებს უფასოდ

News.ge

ცნობილია, ბავშვების ის ექსვი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ – შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ სამ აგვისტოს გამოსცა. სასკოლო ფორმებს უფასოდ მისცემენ მათ ვინც: რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია; ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში; ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა […]

პირველწყარო →

ცნობილია, ბავშვების ის ექსვი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ – შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძემ სამ აგვისტოს გამოსცა.

 სასკოლო ფორმებს უფასოდ მისცემენ მათ ვინც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ცნობილია, რომ  ბიჭს − 1 პიჯაკს და 2 შარვლს მისცემენ, გოგოს − 1 პიჯაკს, 1 შარვლსა და 1 ქვედაბოლოს.

ასევე ნახთ:  რა ეღირება სასკოლო ფორმები?


მსგავსი