სიახლე
რუსეთში დრონების მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი აფეთქდა
მედიაცენტრი
რუსეთში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც დრონების მწარმოებელი ქარხნის, „ურალდრონზავოდის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ტკაჩუკი იმყოფებოდა. რუსული მედიის ცნობით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ეკატერინბურგის მახლობლად აფეთქდა. ტკაჩუკი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებისთვის საშიში გზით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრეს. საწარმო „ურალდრონზავოდი“ „უპირის“ (Упырь) ტიპის დრონების წარმოებით არის ცნობილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. The post რუსეთში დრონების მწარმოებელი ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი აფეთქდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.