სიახლე

ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მედიაცენტრი

რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე იერიში მიიტანა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბალაკლიის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კარაბანოვის განცხადებით, ოკუპანტებმა ორჯერადი დარტყმა განახორციელეს. პირველი იერიში კერძო საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა და 1 ადამიანი დაიღუპა. მეორე დარტყმა იმავე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რამაც კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. The post ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი