სიახლე

მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

მედიაცენტრი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში იმყოფებოდა. მეუფემ ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ეპარქია საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ზედმეტი კომენტარებისგან და გარდაცვლილის სულის ცხონებისთვის ილოცოს. ლანა ლატარია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. იგი უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო. მომხდარს საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა მას შემდეგ, რაც ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჭირისუფალს შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, მიზეზი კი არ განუმარტავთ. The post მიტროპოლიტმა გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი