სიახლე

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ კიდევ ერთმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა მუშაობა

მედიაცენტრი

დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთში კიდევ ერთმა დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ საქმიანობა შეაჩერა. არსებული ცნობებით, სარატოვში მდებარე „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეწყვიტა. იერიშის შედეგად საწარმოო ობიექტები დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. 2 აგვისტოდან ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთადერთი დანადგარი გაჩერებულია. არსებული ვარაუდით, მის აღდგენას შესაძლოა 2-3 კვირა დასჭირდეს. აღნიშნული საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 7 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. იგი ყოველწლიურად 1 მილიონ ტონა ბენზინსა და დაახლოებით 2 მილიონ ტონა დიზელს აწარმოებს. ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისიდან ეს უკვე მეორე მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა. 3 აგვისტოს დრონების შეტევის შემდეგ მუშაობა გააჩერა „ლუკოილის“… The post უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ კიდევ ერთმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა მუშაობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი