,,ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შორი მოქმედების იარაღით მორიგი წარმატებული იერიშები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიასა და შავ ზღვაში მდებარე ობიექტებზე. პრეზიდენტის თქმით, დარტყმები განხორციელდა ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტით დაშორებულ სამიზნეებზე, რამაც აგრესორი ქვეყნის ნავთობის შემოსავლები კიდევ უფრო შეზღუდა. „ბაშკორტოსტანში დარტყმა განხორციელდა ,,ბაშნეფტ-ნოვოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. იაროსლავის ოლქში კი, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმა მივაყენეთ ,,სლავნეფტ-იანოსის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. წარმატებული იყო ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე შავ ზღვაშიც, სადაც დარტყმა განხორციელდა ორ სამხედრო საპატრულო კატარღასა და ე.წ. ,,ჩრდილოვანი ფლოტის” გემებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა… The post ,,ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →