ვიდეო

რამდენ ათას ლარს დახარჯავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთებაზე

GuriaNews

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთებისა და მომსახურეობის შესყიდვაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. „მიმწოდებელმა უნდა განხორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტი, გარე გამოყენების კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით (Avigilon, AETEK) და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (Hikvision, Dahua, Milesight) შეკეთების მომსახურეობა პრეისკურანტით. ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებისა და გარე გამოყენების კორპუსის […] The post რამდენ ათას ლარს დახარჯავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთებაზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთებისა და მომსახურეობის შესყიდვაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

„მიმწოდებელმა უნდა განხორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტი, გარე გამოყენების კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით (Avigilon, AETEK) და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (Hikvision, Dahua, Milesight) შეკეთების მომსახურეობა პრეისკურანტით.

ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებისა და გარე გამოყენების კორპუსის შეკეთება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში მითითებული მარაგი ნაწილების შეკეთებით ან/და ახლით შეცვლით.

მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის დემონტაჟი, დიაგნოსტირება, შეკეთება და პირვანდელ ადგილზე მონტაჟი.” – აღნიშნულია ოფიაციალური ონფორმაციაში.

ტენდერში წინადადების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 76 250 ლარს შეადგენს.

The post რამდენ ათას ლარს დახარჯავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთებაზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი