სიახლე

,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღეს სანქციების ახალი სია დაამტკიცა” – კაია კალასი

მედიაცენტრი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. „უკრაინაზე ყოველი ახალი თავდასხმა ევროპისთვის კიდევ ერთი მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ მკაცრი ზომები მიიღოს… ბრძოლის ველზე მისი არმიის წინსვლის შეფერხების ფონზე, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას კიდევ უფრო აძლიერებს. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, – აღნიშნავს კაია კალასი. The post ,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღეს სანქციების ახალი სია დაამტკიცა” – კაია კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი