სიახლე
ხოფის ბაზრობაზე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა – ადგილზე სახანძრო მუშაობს
Batumelebi
ბათუმში, ე. წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. მოვაჭრეების თქმით, ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ ელექტროსადენებს უკავშირდება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. განახლება: ამ დროისთვის ხანძარი ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ლოკალიზებულია. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. The post ხოფის ბაზრობაზე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა – ადგილზე სახანძრო მუშაობს appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.