თბილისში, ლოზუნგით „გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი” მსვლელობა მიმდინარეობს
News.ge
„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!”, – ამ ლოზუნგით “ფილარმონიიდან” გმირთა მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობით, პროტესტის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს. “ჩვენ გვახსოვს, ვინ დაიწყო ომი – და გვახსოვს ჩვენი გმირები, რომლებმაც გმირულად დაიცვეს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება და გაყოფა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მამოძრავებელია […]
„გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!”, – ამ ლოზუნგით “ფილარმონიიდან” გმირთა მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობით, პროტესტის მონაწილეები პატივს მიაგებენ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს.
“ჩვენ გვახსოვს, ვინ დაიწყო ომი – და გვახსოვს ჩვენი გმირები, რომლებმაც გმირულად დაიცვეს საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ დაპირისპირება და გაყოფა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მამოძრავებელია – და ჩვენ ვიცით, რომ როცა ერთად ვდგებით, მტერი ვერ გვერევა”, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.