ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „გეოპროფმა“ მოიგო.
„მომსახურების გაწევის თარიღია _ 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით (კონკრეტულ ერთ დღეს)“, — აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია: ღონისძიება უნდა ჩატარდეს ქალაქ ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე.
სამიზნე აუდიტორია: 112 წარმატებული კურსდამთავრებული (100 ოქროს მედალოსანი და 12 მაღალქულიანი აბიტურიენტი), მათი მშობლები, მოწვეული სტუმრები და თავისუფალი საჯარო მსმენელები.
ტენდერში მონაწილეობა შპს „გეოპროფმა“ მიიღო და კონკრეტულ ღონისძიებას 55 800 ლარად ჩაატარებს. ამავე კომპანიას აქვს მოგებული შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“, ჩაის ფესტივალის ჩატარების ტენდერიც.
როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, ეს ფესტივალი 9 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
The post ქალაქ ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება appeared first on გურია ნიუსი.