სიახლე

პოლიციამ თბილისში კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

მედიაცენტრი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. The post პოლიციამ თბილისში კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი