სიახლე

ოქროს ფასმა ბოლო 2 თვის მაქსიმუმს მიაღწია

მედიაცენტრი

Trading Economics-ის მონაცემებით, 7 აგვისტოს ოქროს ფასი უნციაზე 4,350 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ორი თვის სარეკორდო მაჩვენებელია. ექსპერტები ძვირფასი ლითონის გაძვირებას 4 ფაქტორით განმარტავენ. აშშ-ის სუსტი შრომის ბაზარი: შემცირდა მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის. ობლიგაციების შემოსავლიანობის დაცემა: სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის შემცირებამ ოქრო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. ენერგობაზრის გაურკვევლობა: შენარჩუნდა მოთხოვნა ოქროზე, როგორც „უსაფრთხო აქტივზე“. მასშტაბური შესყიდვები: ჩინელი ინვესტორები და მსოფლიოს ცენტრალური ბანკები აქტიურად ავსებენ ოქროს რეზერვებს. The post ოქროს ფასმა ბოლო 2 თვის მაქსიმუმს მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი