სიახლე

“ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ” – მიხეილ სააკაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ” – მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის ტრაგიკული ფაქტების ხსენების დღეებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “ყოველი წლის 8 აგვისტოს (ეს რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო) რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატის და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხათგვერდში. ყოველ ჯერზე, მათი იქ მისვლა და თავისი […] “ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ” – მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის ტრაგიკული ფაქტების ხსენების დღეებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

“ყოველი წლის 8 აგვისტოს (ეს რუსების თარიღია, ომი სინამდვილეში ბევრად ადრე დაიწყო) რუსეთზე საქართველოს გამხარებელ მოღალატეთა მახინჯი ბანდა გვიტარებს ღალატის და ერის და გმირების შეურაცხყოფის რიტუალს მუხათგვერდში.

ყოველ ჯერზე, მათი იქ მისვლა და თავისი ბინძური ფეხებით გმირების საფლავის ატალახიანება გვახსენებს, რომ კიდევ ერთი წელი მოვითმინეთ მოღალატე ყაჩაღთა პარპაში. კიდევ ერთხელ მივუშვით გმირთა საფლავზე, კიდევ ერთხელ ვათრევინეთ ტალახში ჩვენი ქვეყნის სახელი და დავაკნინებინეთ ქართველი ხალხის გმირობა.

ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ. თუ არა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა კიდევ იარსებებს მათი შემდგომი მისვლების დროს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ეს ღალატი, ეს სირცხვილი, ეს რუსული ტალახი უნდა დავასრულოთ” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


მსგავსი