სიახლე

თათრეთში უკრაინული დრონებით თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათრეთის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა. „ამჟამად არსებული ინფორმაციით, ნიჟნეკამსკზე მტრის დრონებით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონების, მათ შორის თათრეთის თავზე, უკრაინული ძალების 456 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მომხდარის გამო თათრეთში გლოვის დღე გამოცხადდა. The post თათრეთში უკრაინული დრონებით თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი