ლატვიამ ბელარუსის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის გამოიყენებოდა
ლატვიის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურმა და პოლიციამ ბელარუსის საზღვრის ქვეშ გაყვანილი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის გამოიყენებოდა. პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის განცხადებით, ორგანიზებული კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო, სადაც სასაზღვრო პოლიციასთან ერთად სამხედრო ძალებიც ჩაერთვებიან. შინაგან საქმეთა მინისტრ იანს დომბრავას თქმით, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად და მიგრანტების ადრეული გამოვლენისთვის უწყებები დრონებსა და დამატებით რესურსებს ინტენსიურად გამოიყენებენ. ლატვიის მთავრობა უკანონო მიგრაციული ნაკადების შესაჩერებლად მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს ესტონეთთან, ლიეტუვასთან, პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან. The post ლატვიამ ბელარუსის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის გამოიყენებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →