სიახლე

„ჰუსიტებმა“ სატვირთო გემს სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს

მედიაცენტრი

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. „ჰუსიტებმა“ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ტიჰამას“ სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მოგვიანებით, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას, „ჰუსიტებმა“ ხომალდს განმეორებითი დარტყმა მიაყენეს, რასაც კიდევ ორი მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა. გემი ეგვიპტურ-იემენურ კომპანიებს ეკუთვნის. „ჰუსიტებმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს და განაცხადეს, რომ ხომალდს სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა. The post „ჰუსიტებმა“ სატვირთო გემს სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი