სიახლე

ჯეი დი ვენსის თხოვნით, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტით მოსარგებლე ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა

მედიაცენტრი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტით მოსარგებლე ნავთობტანკერებზე თავდასხმები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დარტყმების შეწყვეტის თხოვნით ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში მიმართა. საუბარი ეხებოდა იმ ტანკერებს, რომლებსაც ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში ნედლი ნავთობი გადააქვთ. FT წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო თავდასხმების შედეგად ნავთობის გლობალური ბაზრების სტაბილურობისა და ამერიკული კომპანიების ინტერესების დაზიანების გამო. წყაროს ცნობით, უკრაინული მხარე დათანხმდა, რომ არ დაარტყამს აღნიშნულ ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ტანკერებს, თუ ისინი უკრაინის სანქციების ქვეშ არ… The post ჯეი დი ვენსის თხოვნით, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტით მოსარგებლე ტანკერებზე დარტყმები შეაჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი