2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა – ევროკავშირის ანგარიში
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და მიღებული კანონებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს პროცესები არღვევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა თანასწორობა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფართოდ იყო გავრცელებული სამართალდამცავების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ზოგ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დამნაშავეთა დაუსჯელობამ ხელი შეუწყო შესაბამისი გარემოს დამკვიდრებას. ასევე დაფიქსირდა დემონსტრანტი ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და მუქარის შემთხვევები. ევროკავშირის შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს… The post 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა – ევროკავშირის ანგარიში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →