სიახლე

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მედიაცენტრი

უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერის, ანდრეი კრავჩენკოს ცნობით, გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაზიანდა სკოლის, სპორტული კომპლექსისა და კოლეჯის შენობები. ამასთან, დაზიანდა წყალმომარაგების ორი მილიც, რის გამოც ქალაქის ნაწილს წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეეზღუდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მერმა აღნიშნა, რომ ქალაქმა მძიმე ღამე გადაიტანა, ხოლო საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში რამდენიმე ასეული დრონი ჩამოაგდეს. The post რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი