სიახლე

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 ადამიანი დაშავდა

TV4

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 მგზავრი დაშავდა. ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა. დაშავებულები წუხელ ბათუმსა და ჩოხატაურში მდებარე კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, რომელშიც ბელარუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 მგზავრი. მიკროავტობუსს ქართველი მძღოლი მართავდა, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. მის […] The post გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 ადამიანი დაშავდა appeared first on TV 4.

პირველწყარო →

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 მგზავრი დაშავდა.

 

ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა. დაშავებულები წუხელ ბათუმსა და ჩოხატაურში მდებარე კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა მათმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

 

ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა, რომელშიც ბელარუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 მგზავრი.

 

მიკროავტობუსს ქართველი მძღოლი მართავდა, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

The post გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, 17 ადამიანი დაშავდა appeared first on TV 4.


მსგავსი