დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვებიდან 905 წელი გავიდა.

„დიდგორობის“ სახალხო დღესასწაული საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლით — „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ.


„დიდგორის ბრძოლამ“ საფუძველი დაუდო საქართველოს ოქროს ხანას და ქვეყნის თავისუფლების განმტკიცებას, რის გამოც ამ გამარჯვებას დამსახურებულად ეწოდა „ძლევაი საკვირველი“.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული აქტივობა, სადაც წარმოდგენილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საგამოფენო კუთხეც.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიგა ჯალაღანიასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ დაურ ისმაილოვთან, მთავრობის წევრებთან,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილთან, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
