ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედლოსანი მოსწავლეების რაოდენობა ცნობილია. მოპოვებული მედლების რაოდენობით დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ლიდერობენ.
ყველაზე მეტი ოქროს მედალი დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის ანგარიშზეა — აღნიშნულ სასწავლებელში მოსწავლეებმა 10 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
მეორე ადგილზეა ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სადაც მოსწავლეებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.
სხვა სკოლების მონაცემები ასე გადანაწილდა:
ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლა – 3 ოქრო.
სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა – 1 ოქრო,
სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა – 1 ოქრო,
საჭამიასერის საჯარო სკოლა – 2 ოქრო.
ქვენობნის საჯარო სკოლა – 1 ოქრო,
შუა ამაღლების საჯარო სკოლა – 1 ოქრო,
ჩხაკაურას საჯარო სკოლა – 1 ოქრო,
სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა – 2 ოქრო.
The post რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა ოქროს მედალზე ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.