გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება დედა-შვილი, რომელსაც სისხლჩაქცევები აღენიშნება. „გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული. ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა. პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება… The post გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →